Monday, November 19, 2012

                               ლეგენდარული  ფეხბურთელები                                                                                                                                                 
                     
                                             ზინედინ ზიდანი და მიხეილ მესხი




ზინედინ ზიდანი წამოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში-კასტელანში. 14წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ 17ის არიყო შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა “ბოჯუარის” სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის    დროს. იმ დროისათვის კანი მწვრთნელი იყო ლუის ფერნანდესი.
1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის ბორდოში, ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსში
2001 წლის 9 ივლისი, რეალის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური.
1994 წლის 14 აგვისტოს შედგა ზიდანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის შეცვლაზე შემოვიდა, საფრანგეთი ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, ანგარიში 0-2 იყო ჩეხების სასარგებლოდ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი ცაციათი ჯერ ერთი, ხოლო ორ წუთში თავით გაუტანა ჩეხებს და თავის გუნდს ფრე მოუტანა. ერთი წლის შემდეგ მას პლატინიმ უთხრა – “მეამაყება,რომ ათ ნომრიანი მაისური შენ გაცვია.” შემდეგ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს – მიიჩნევთ თუ არა თავს პლატინის ღირსეულ შემცვლელად? ზიზუმ უპასუხა – “პლატინი უძლიერესი ფეხბურთელი იყო, ის სამჯერ ზედიზედ დასახელდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად,მას საფრანგეთში,იტალიასა და მთელს მსოფლიოში იცნობენ, მეკი უბრალოდ ვცდილობ შევასრულო ჩემზე დაკისრებულიმოვალეობა.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანი 34 წლის იყო, ალბათ ყველას ემახსოვრება თუ როგორ მოიგო მარტოდ მარტომ ზიდანმა იმ დროისათვის უპირობო ფავორიტს ბრაზილიის ნაკრებს. საფრანგეთი ზიდანის შესანიშნავი თამაშით ფინალს უწია, სადაც მას იტალიის ნაკრები შეხვდა. ფინალში ზიდანი შესანიშნავად თამაშობდა, გოლიც გაიტანა, თუმცა შემდეგ მარკო მატერაცისთან შეკამათება მოუხდა და თავი დაატრყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. ეს ბოლო თამაში იყო ზინედის ზიდანის კარიერაში. 

ზიდანი ფეხბურთიდან წავიდა….. წავიდა თავ აწეული და წავიდა როგორც ფეხბურთის გენია, ის სამჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ევროპის



























მიხეილ მესხი, ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. 1969-91 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა "ავაზა"-ს მწვრთნელად და დირექტორად. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მის საპატივცემლოდ თბილისის ლოკომოტივის სტადიონს მისი სახელი დაერქვა.
მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის დინამოსა (1954-69) და თბილისის ლოკომოტივში (1970). გატანილი აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის და მონაწილეობდა 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ასევე გამოჩნდა ევროპულ ერთა თასის პირველ გათამაშებაზე 1960 წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო.

1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის "საოცნებო გუნდის" წევრად დაასახელეს.


   







No comments:

Post a Comment