ლეგენდარული ფეხბურთელები
რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა და გიორგი ქინქლაძე1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ, ის მეკარე იყო. თუმცა, მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა, მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან“ მატჩში მოხდა. „ვალკუერემ“ მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის“ ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.
ჰოლანდიურ „პსვ–ში“გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო. „პსვ–ს“ მენეჯერს, არნესენს, ხოტბა შეასხეს, ყოჩაღ თქვენ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ აღმოაჩინეთო. ამაზე არნესენმა განაცხადა, რონალდოს შეძენას ტყუილად მილოცავთ, ასეთ ნიჭიერ ფორვარდს ბებიაჩემიც კი დაინახავდაო. რონალდო კომპანია „ნაიკმაც“ შენიშნა და სპონსორად მოევლინა, არადა, მანამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრაზილიელს „ნაიკის“ ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.
1996 წელს რონალდო ამერიკაში, ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შედეგად, ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.
„ბარსასთან“ რონიმ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, პარალელურად „ნაიკმაც“ სასწრაფოდ მიიღო ზომები. ბრაზილიელის სპონსორობას ხომ უკვე ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა. იმ პერიოდიდან მსოფლიოში „რონალდომანია“ დაიწყო.
„ინტერმა“, მილანმა და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა. სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ, ფანებმა რონალდოს „ფენომენი“ შეარქვეს. პირველ „ინტერულ“ სეზონში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა: „ოქროს ბუცი“, „ოქროს ბურთი“ და „ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის“ ტიტული.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში“ არცთუ წარმატებით თამაშობდა, ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში“გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.
გიორგი ქინქლაძე[1][2][3] (დ. 7 ივნისი, 1973, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, გამთამაშებელი. პირველად გულშემატკივარმა გაიცნო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შემდეგ უელსის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩებში, 1994 და 1995 წლებში. „თბილისის დინამოდან“ ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა 1995 წელს, სადაც თავისი დრიბლინგის უნარის და თვალწარმტაცი გოლების წყალობით ის გახდა საკულტო გმირი, ორჯერ მოიგო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.
„სიტისთან“ ერთად ორჯერ დაწიანურების და ჩამოქვეითების შემდეგ, ის შეუერთდა ნიდერლანდის ჩემპიონ „ამსტერდამის აიაქსს“ 1998 წელს, მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი კლუბში და დაბრუნდა ინგლისში, „დერბი ქაუნთიში“, ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ. „დერბი ქაუნთიში“ ოთხი წლის განმავლობაში კლუბის მაისურით მონაწილეობა მიიღო 100 მატჩში.
. 2003 წელს კლუბის დატოვების შემდეგ ჰქონდა სხვადასხვა კლუბებში გადასვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, სანამ არ შეუერთდა კვიპროსულ კლუბ „ანორთოსისს“ 2004 წელს, სადაც მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი. მან კარიერა დაასრულა რუსულ კლუბ „ყაზანის რუბინში“ 2006 წელს.
2011 წლის 20 აგვისტოს „ფამაგუსტას ანორთოსისმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ კონტრაქტი გააფორმა ქინქლაძესთან, რომელიც კლუბში დაინიშნა ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.[4] 2012 წლის მაისში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა კონტრაქტი კლუბს და ქინქლაძეს შორის.