ლეგენდარული ფეხბურთელები
ჯანლუიჯი ბუფონი და გიორგი ლომაია
მომავალი მეკარის დებიუტი სერია A-ში 1995 წლის ნოემბერში შედგა. მაშინ ბუფონი 17 წლის იყო და „პარმას“ კარს „მილანთან“ მატჩში იცავდა, რომელმაც მანამდე, ერთი წლით ადრე, იტალიის ჩემპიონატსა დაჩემიპონთა ლიგაში გაიმარჯვა. ბუფონი ისეთი დაბნეული იყო, რომ მატჩის წინ თანაგუნდელებთან ერთად ფოტოს გადაღებაც დაავიწყდა. მიუხედავად იმისა, ახალბედა მეკარემ შეხვედრა გოლის გაუშვებლად დაამთავრა. ის მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.
ამის შემდეგ ბუფონმა „პარმას“ ძირითადი მეკარის ადგილი დაისაკუთრა და იმ დრიოსთვის ერთერთი საუკეთესო გოლკიპერი, ლუკა ბუჩი იმედგაცრუებილი დატოვა. „პარმაში“ ჯანლუიჯი ბუფონმა 6 წარმატებული სეზონი ჩაატარა. 1998-1999 წლების სეზონში უეფას თასის გათამაშების ფინალში, რომელსაც მოსკოვი მასპინძლობდა, პარმამ „მარსელს“ სძლია და საპატიო ევროპულ საკლუბო ჯილდოს დაეუფლა. გარდა ამისა, ბუფონი პარმასთან ერთად იტალიის თასს და იტალიის სუპერთასს დაეუფლა. საერთო ჯამში მან პარმას მაისური 168 შეხვდრაში მოირგო.
მალე ბუფონმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა და არჩევანი მსოფლიო ფეხბურთის გრანდ ტურინის „იუვენტუსზე“ გააკეთა.
„იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონმა მალე დაიმკვიდრა ადგილი და გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო სკუდეტო. საგულისხმოა ისიც რომ 2002-2003 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში, „ბებერი ქალბატონის“ კარში მეტოქე გუნდებმა მხოლოდ 26 გოლის გატანა შეძლეს, რაც ცხადია, იუვეს მცველებთან ერთად, მეკარის დამსახურებაც გახლდათ. ამავე სეზონში იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაღწევა მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა, ის სეზონი ტიტულის გარეშე მაინც არ დაუმთავრებია. „იუვენტუსმა“ 2002-2003 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო. მალე ბებერმა ქალბატონმა ოლდ ტრაფორდზე განცდილი მარცხისთვის მინირევანში აუღო „მილანს“. ნიუ ჯერსიში გამართულ იტალიის სუპერთასის გათამაშებაში იუვემ „მილანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ამ მატჩშიც ტურინელთა გოლკიპერმა ბრწყინვალედ ითამაშა. საერთო ჯამში მთელი სეზონი ბუფონმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამიტომაც იმ წლის ჩემპიონთა ლიგის გალა დაჯილდოებაზე არამარტო საუკეთესო მეკარედ, არამედ ყველაზე სასარგებლო მოთამაშედაც დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალზე გოლკიპერმა განაცხადა: ჩემი ჯილდო მთელი „იუვენტუსის“ დამსახურებაა და ტურინული კლუბი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერებული წარდგება საფეხბურთო სამყაროს წინაშეო.
ბუფონი ნაკრების ძირითადი მეკარე იყო ფიფა 200-სა და ევრო 2004-ზე.
მან აგრეტვე ბრწყინვალე თამაშები ჩაატარა ბუფონმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე. მაშინ ბუფონმა შეუცვლელად ითამაშა ყველა მატჩი. გერმანიაში მუნდიალის ფინალში ერთმანეთს იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის განმავლობაში ბუფონმა რამდენჯერმე გადაარჩინა ნაკრები გაშვებულ გოლს. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში ბუფონმა კვლავ შესანიშნავად ითამაშა და ზიდანის რამდენიმე ბრწყინვალე დარტყმა მოიგერია. როგორც შემდეგ იხსენებდა ფრანგი იმ ფინალში მდგომარეობიდან სწორედ ბუფონის ფანტასტიკურმა თამაშმა გამოიყვანა. ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონატის საუკეთსო მეკარედ დასახელდა.
გიორგი ლომაიამ თავისი საკლუბო კარიერა 18 წლის ასაკში, თბილისის დინამოში დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში ლომაიამ ერთი სეზონი გაატარა. 1998/99 წლის სეზონში ლომაია საფეხბურთო კლუბ მერანი–91 ში გამოდის.შემდეგ იყო ისევ თბილისის დინამო და ყველაზე ხანგრძლივი კლუბი ლოკომოტივი თბილისი. გიორგიმ ამ კლუბში 104 თამაში ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.
2007 წელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში განაგრძო კარიერა და ჩვენთვის კარგად ნაცნობ კარლ ცაის იენაში ჩაირიცხა. ამ გუნდში მის გარდა კიდევ 4 ქართველი: ილია კანდელაკი, გიორგი სეთურიძე, გიორგი ონიანი და რევაზ ბარაბაძე თამაშობდა. აქ მან კარგად მოიკიდა ფეხი და ერთ–ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, თუმცა იმ სეზონშიკარლ ცაის იენა მეორე ბუნდესლიგას დაემშვიდობა და ლომაიამაც კარიერა უკრაინაში, ლვოვის კარპატში განაგრძო.
No comments:
Post a Comment