Friday, January 25, 2013

                                  ლეგენდარული ფეხბურთელები

                                            რობერტო კარლოსი და თემურ ქეცბაია
         
                                   



               რობერტო კარლოს და სილვა როხა დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. ახლა ის ბრაზილიურ ”კორინთიასში” გამოდის და ამპლუით მარცხენა მცველია. კარლოსმა 3-ჯერ მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, 1998 წელს მან მეორე ადგილი აიღო, ხოლო 2002 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეძლო მუნდიალის მოგება. ასევე მისი ერთ-ერთი პლიუსი შეუდარებელი სისწრაფე და გამაოგნებელი სიძლიერის დარტყმაა მისი მარცხენა ფეხით.
    




     ის მადრიდის ”რეალის” ღირსებას იცავდა 11 წელი. მან შეძლო და მადრიდულ კლუბთან ერთად მოიგო 4 ლა ლიგა, 3 უეფას ჩემპიონთა ლიგა და 2 საკონტინენტთაშორისო თასი. ის ასევე იმ 6 ფეხბურთელთაგანია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. 1997 წელს ”ფიფას” მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის რობერტო მოერე ადგილზე გავიდა, მას თანამემამულე რონალდომ გაასწრო, ხოლო 2004 წლის მარტში ბრაზილიელი პელეს მიერ დასახელებულ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 125 ფეხბურთელთა შორის მოხვდა.
                                                 


               რობერტოს საკლუბო კარიერა 1990 წელს ”სან პაულოში” დაიწყო. მან 2 წელი გაატარა მშობლიურ ქალაქში და ამ კლუბის მაისურით ბრაზილიის ჩემპიონატში 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 1992 წელს ის კიდევ ერთ ბრაზილიურ კლუბს ”ატლეტიკო მინეიროს” ესტუმრა თუმცა მან ამ ბრაზილურ კლუბთან ერთად მხოლოდ 3 მატჩი გამართა და მალევე წამოვიდა. მისი უკანასკენი მშობლიური კლუბი ”პალმეირასი” გამოდგა. რობერტომ ორი წელი გაატარა ”პალმეირასში” და ორჯერვე შეძლო ქვეყნის ტიტულის მოგება, სულ ამ კლუბის მაისურით კარლოსმა 68 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარის დალაშქვრა 5-ჯერ მოახერხა.

     1995 წელს მან დაასრულა სამხრეთ ამერიკული კარიერა და მილანის ”ინტერში” გადავიდა სადაც ერთი წელი გაატარა, ”ნეაზურის” მაშინდელ მწვრთნელს, როი ჰოდგსონს ბრაზილიელის ნახევარდაცვაში გამოყენება სურდა, მაგრამ კარლოსი მხოლოდ დაცვაში თამაშობდა. კარლოსმა მილანელთა შემადგენლობაში ვერანაირი ტიტულის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ 34 ოფიციალური მატჩის გამართვა შეძლო და მაყურებლებს თავი 7 გოლით დაამახსოვრა.

        
         1996-ში კარლოსმა მადრიდის ”რეალის” მაისური მოირგო და კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი წლები სწორედ მადრიდში გაატარა. რობერტომ მის სადებიუტო წელს ”რეალში” პრიმერას სეზონის მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა და 5 გოლი შეაგდო, ასევე მან ამავე (პირველ) წელს შეძლო ლა ლიგის მოგება. 3 წლიანი პაუზის შემდეგ 2000/01 წლების სეზონში კარლოსი მეორედ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონატს ამ სეზონში მან სამეფო კლუბის მაისურით 50 ოფიციალური მატჩი გამარტა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. რობერტომ კიდევ 2-ჯერ შეძლო ლა ლიგის ტიტულის დაუფლება, ხოლო უეფაც ჩემპიონტა ლიგა კი ”რეალთან” ერთად 3-ჯერ მოიგო, 1998, 2000 და 2002 წლებში. 11 წელიწადში საერთი ჯამში რობერტო კარლოსმა მადრიდის ”რეალის” მაისურით 514 ოფიციალური თამაში გამართა და 67 გოლის გატანა შეძლო.

                                        
      

           თემურ ქეცბაია (დ.18 მარტი1968გალი) — ქართველი ფეხბურთელი, 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისწამყვანი მოთამაშე, მისი ამჟამინდელი მწვრთნელი.

           საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოშიგადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას "ანორთოსისი") გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეთშიათენის "AEK" ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.


      1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური "ნიუკასლის" სელექციონერებისთვის შეუმჩენეველი არ დარჩა და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა. ის ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა
                                                                                             
  
       

            2000 წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმსის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" £900,000-ად აფორმებს კონტრაქტს, თუმცა აქაც დიდხანს ვერ ჩერდება და 2001 წელს შოტლანდიური "დანდის" წევრი ხდება.

             2002 წლის ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით.





     2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
                
         

No comments:

Post a Comment